Monday, July 4, 2016

კურსის რეფლექსია

2016 წლის 17 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით გავიარეთ ტრენინგი - ინტელის საგანმანათლებლო კურსი - პროექტებით სწავლება ისტის ინტეგრირებით.
    ტრენინგი იყო საინტერესო  მრავალფეროვანი აქტივობებით. ვისწავლეთ პროექტის შექმნა. რასაც აუცილებლად გამოვიყენებ მომავალში და შევიმუშავებ სხვა პროექტის დაგეგმვისას.
    შევქმენით საქაღალდე,
რომელშიც შევიტანეთ 9 დღის მანძილზე შესრულებული ნამუშევრები, საჭირო აქტივობები, გაზეთისა და ბუკლეტის ნიმუშები, დავაგროვეთ მოსწავლეთა ნიმუშები, სხვა დამხმარე ინსტრუმენტები, რაც უზრუნველყოფს მოსწავლეთა თანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს.
     

Thursday, June 30, 2016

ტრენინგის მე-8 დღე

მე-8 დღეს გავეცანით მე-6 მოდულს, დიფერენცირებულ სწავლებას,
გადავხედეთ ფასილიტაციის ნიმუშებს, მოსწავლეთა დაწყვილებას. 

Wednesday, June 29, 2016

ტრენინგის მე-7 დღის რეფლექსია

განვიხილეთ პროექტების შეფასება, როგორ უნდა შევაფასოთ მოსწავლის ნამუშევარი და როგორ ჩავრთოთ თვით მოსწავლეები შეფასების კრიტერიუმების შემუშავებაში.
შევინახეთ შეფასების რუბრიკები.

Monday, June 27, 2016

ტრენინგის მე-6 დღის რეფლექსია

დავათვალიერეთ ბავშვების სავარაუდო ნაშრომები, ვისწავლეთ ფაილის ინტეგრირება, ვისწავლეთPower-Point-ის დიზაინის შექმნა-შეცვლა.

Saturday, June 25, 2016

ტრენინგის მე-5 დღის რეფლექსია

დღეს გავაგრძელეთ გეგმის შაბლონზე მუშაობა;
 განვიხილეთ საავტორო უფლებების დაცვის აუცილებლობა;
 შევქმენით ბიბლიოგრაფია;
ვიმუშავეთ Pover-Point-ში 

Wednesday, June 22, 2016

ტრენინგის მე-4 დღე

ჩამოვაყალიბეთ შეფასების მეთოდები და შეფასების ინსტრუმენტები, აგრეთვე მიზნები. შევადგინეთ ვმვ და გონებრივი იერიშის ცხრილები.

Saturday, June 18, 2016

მე-3 დღის რეფლექსია

ტრენინგის მე-3 დღეს გავეცანით ბლუმის განახლებულ ტაქსონომიას. გავეცანით პროექტის გეგმას და მისი შედგენის მაგალითებს.